მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: თუ წესებს დავიცავთ, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1500-1700 იქნება

გამყრელიძე ამირან
1606507118
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს.

„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

👉 ქვეყნის 8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება, თუმცა, მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

👉 ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ქვეყანაში კლინიკების 85% კერძოა