მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ვირუსთან ბრძოლა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით აღარ მოხდება

NCDC-ის ხელმძღვანელი
1599938557
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევების რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდა, ხოლო სწრაფი ტესტების რიცხვი დღიურად 1600-ს შეადგენს.

მისი თქმით, რეკომენდაციების უგულვებელყოფამ ქვეყანას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მოუტანა, თუმცა მისი გავრცელების შესაკავებლად მკაცრი შეზღუდვები აღარ დაწესდება.

„ვიურსის გავრცელების შეკავება იმ ზომებით აღარ მოხდება, როგორც გაზაფხულზე ანუ ჩაკეტვებით, იზოლაციებითა და შეზღუდვებით. ახლა სლოგანი იქნება, მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავარია მოსახლეობამ ფეხი აუწყოს სპეციალისტების რეკომენდაციებს, რათა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილება მოხდეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1363 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.