მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამსტერდამიდან საქართველოში 179 მოქალაქე ჩამოიყვანეს

თვითმფრინავის აფრენა
1585678993
COVID-19

31 მარტს, საქართველოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდა. ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით სამშობლოში დაბრუნდნენ.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19 გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 110 ადამიანია, ხოლო 21 პაციენტი უკვე გამონაჯმრთელდა.