მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამჟამად COVID 19-ის ბუსტერული დოზა საჭირო არ არის“ - სუმია სვიმინათანი

„ამჟამად COVID 19-ის  ბუსტერული დოზა საჭირო არ არის“
1629301328
COVID-19

„ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა COVID 19-ის მესამე დოზა“, - ამის შესახებ ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა სუმია სვიმინათანმა, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მესამე დოზის დაშვებაზე დამატებითი კვლევებია საჭირო.

„მსოფლიოში არის საკმარისი ვაქცინა, მაგრამ ის არ მიდის სწორ ადგილას სწორი თანმიმდევრობით, მსოფლიოში ორი დოზით უნდა აიცრას ყველა, ამის შემდეგ არის შესაძლებელი სრულად ვაქცინირებულებს გავუკეთოთ ბუსტერული დოზა, თუმცა ამისგან ჩვენ შორს ვართ შორს“, - განაცხადა ჯანმოს უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება სექტემბრიდან დაიწყება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის ბუსტერული დოზების გამოყენებისთვის საკმარისი მონაცემები არ არის“

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები