მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე სტეფანესთან ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომელსაც მეორე დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი
1603722586
COVID-19

საპატრიარქოს პრესპიკერის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მიტროპოლიტ სტეფანესთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, ჟურნალისტთან კონტაქტის შემდეგ მიტროპოლიტი თვითიზოლაციაში გადავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მიიღო დადებითი პასუხი. მას სიმპტომები არ უვლინდება და საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო.

როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.

მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს“,- წერს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30303 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 11370 გამოჯანმრთელებულია, 215 გარდაცვლილი.