მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელი კორონავირუსზე: გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევის წინაშე არ ყოფილა

გერმანიის კანცლერი
1584603677
COVID-19

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის სერიოზულად აღქმა ურჩია. მისი თქმით, კორონავირუსის დასამარცხებლად საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო.

"მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ დამდგარა. მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კანცლერმა.

გერმანიაში Covid 19-ით 12,327 ადამიანია დაინფიცირებული, ამავე დაავადებით კი, 28 პირი გარდაიცვალა.