მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხი ჯერ უცნობია

ბოქსირებული განყოფილება
1585560273
COVID-19

ექიმ ინფექციონისტ ლალი ოდიშარიას ინფორმაციით, ქალს, რომელიც ფახაზეთიდან გადაიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს და მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

მასთან ერთად მყოფი რუსეთის მოქალაქე, ანალოგიური სიმპტომებით, სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, ექიმების ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთი პაციენტი დაკვირვების ქევშ რჩება.

აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.