მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსის გადადების საფრთხეს ამცნობს, საქართველოში უკვე იტესტება

სმს შეტყობინება
1585826101
COVID-19

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან.  ასევე ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ჰქონდათ შეხება.  

"აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 26 კი, გამოჯანმრთელდა.