მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრლნ-ს დახარჯავს

კაპიტოლიუმი აშშ
1585216483
COVID-19

შეერთებული შტატები COVID 19-ის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრლნ-ს გამოყოფს. გადაწყვეტილებას სენატმა მხარი დაუჭირა, მის ძალაში შესასვლელად წარმომადგენლობითი პალატის თანხმობა და ტრამის ხელმოწერაა საჭირო.

სტიმულირების $2 ტრლნ-იან პაკეტს მხარი 96-მა სენატორმა დაუჭირა. თანხები უმუშევრად დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად, ბიზნესების გადასარჩენად და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გადამისამართდება.

მილიონობით ოჯახი პირდაპირი დახმარების სახით $3000-ს მიიღებს. საავადმყოფოებსა და მთლიანად ჯანდაცვლის სისტემას $100 მლრდ მოხმარდება, უმუშევრად დარჩენილები $250 მლრდ-ს მიიღებენ, მცირე ბიზნესები - $350 მლრდ-ს.

წარმომადგენლობითმა პალატამ (კონგრესმა) კანონპროექტს კენჭი პარასკევს 27 მარტს უნდა უყაროს. კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ კენჭისყრა დისტანციურად მოხდება, მათი ნაწილი ვაშინგტონიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით თვითიზოლაციაში იმყოფება.

68 573 ინფიცირებულით აშშ ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა თუ დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ხუთნიშნა მაჩვენებლით გაგრძელდა ის პირველ ადგილზეც გადაინაცვლებს. 25 მარტს აშშ გახდა მე-6 სახელმწიფო სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.