მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

აშშ კორონა
1586240294
COVID-19

იტალიისა და ესპანეთის შემდეგ აშშ გახდა მესამე სახემწიფო, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30 331-ით გაიზარდა. 7 აპრილის დილის მონაცემებით სულ აღრიცხხულია 367 650 შემთხვევა, საიდანაც 10 943 ლეტალურად დასრულდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 1255 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ნიუ-იორკის შტატია, რომელზეც ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების 40%-ზე მეტი მოდის. სიტუაცია ასევე რთულია ნიუ-ჯერსის, მიჩიგანის, კალიფორნიის, ლუიზიანას, მასაჩუსეტის, ფლორიდის, პესნილვანიისა და ილინოისის შტატებში. თითოეულ მათგანში იმ პირთა რაოდენობა, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს გადის 10 000-ს აჭარბებს.