მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1626884919
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აშშ-ში კოვიდვაქცინაციის სიახლეების შესახებ წერს.

ექსპერტი NBC News-ზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ სკოლებსა და ბაღებში 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე დაუშვეს კორონავირუსის წინააღმდეგ 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების აცრა.

„NBC News: ამერიკის პედიატრიის აკადემიის (The American Academy of Pediatrics) რეკომენდაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღებსა და სკოლებში დაბრუნებულმა 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსია. ნიღბები უნდა ეკეთოს ასევე სასწავლო დაწესებულებების პერსონალსაც.

ნიღბების საყოველთაობა გამოწვეულია იმით, რომ სკოლის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული. სკოლის პერსონალისთვის რთული განსასაზღვრი იქნება, ვინ არის აცრილი და ვინ არა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება და ამ ვარიანტებს ბავშვებში უფრო სწრაფად გავრცელების უნარი აქვს.

აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში. გასულ კვირას კი აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 12 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაციის ავტორიზაცია ზამთრის ადრეულ ეტაპზეა მოსალოდნელი. ვრცლად ამ თემაზე აქ წაიკითხავთ: shorturl.at/npqvT

შეგახსებებთ, რომ „პფაიზერი"-ს მიერ გასაჯაროებული განრიგის თანახმად, აშშ-ში 12 წლამდე ბავშვებში კლინიკური კვლევების პირველი შედეგები სექტემბერში უნდა გახდეს ცნობილი. 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში კვლევებს ატარებს ასევე „მოდერნა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზაზა წერეთელი: „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 „სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია თუ სავალდებულო გახდება, ეს დანარჩენი მოსახლეობისთვის სტიმული იქნება“ - კულუმბეგოვი

👉 „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი