მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აცრიან თუ რა „ფაიზერის“ გარდა სხვა ვაქცინით 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს? - ცერცვაძის განმარტება

აცრა
1627018641
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინით არ იგეგმება.

„ფაიზერის“ გარდა სხვა ვაქცინებით აცრა ბავშვების არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება. მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო. „ფაიზერმა“ კვლევა ჩაატარა, ის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი კომპანიაა და ორშაბათიდან ჩვენთან იწყება 16 წლიდან აცრა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოში „ფაიზერით“ აცრა 16 წლის ზემოთ ასაკის პირებში დასაშვები გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?