მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი
1601367958
COVID-19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 25 თავშესაფრის ბინადარია, 10 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი.

ამასთანავე, ხუთი ადამიანი კორონავირუსზე კვლევის პასუხს ელოდება.

როგორც თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე აცხადებს, ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში მოთავსდა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.