COVID-19

ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან კორონავირუსზე უფასო ტესტირებაზე რიგი დგას

კორონავირუსზე ტესტირების რიგი ბათუმში
13:07 29.09
დაკოპირებულია

ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების მსურველების რიგი დგას. ათეულობით მოქალაქე კლინიკასთან დისტანციის დაცვით დგას და საკუთარ რიგს ელოდება.

ბათუმის სხვა კლინიკებში მსურველებისთვის უფასო ტესტირება აღარ მოქმედებს და აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია დარჩენილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, უფასო ტესტირების საშუალება მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ პირებს ექნებათ, რომლებსაც ასევე ეხებათ რეკომენდაცია, რომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აჭარაში ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება მიმდინარეობს.

აჭარაში ასევე მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირების ნიმუშების აღება.
PCR ტესტირები ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებსა და საკარანტინო ზონებში.

ინფორმაციისთვის, აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულია 5 866 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 324 და გარდაცვლილია 34 პაციენტი.


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„გამოძიებას ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად...
18 წუთის წინ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ...
24 წუთის წინ
„ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით -...
25 წუთის წინ
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შო...
35 წუთის წინ
მაია ცქიტიშვილის განცხადება ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვით...
„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხა...
40 წუთის წინ
მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლ...
„2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნი...
ზურა ბატიაშვილი: მთავარია, სად გადის მოს...
რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლ...
კოლორადოში ტყის ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)
აშშ-ის კოლორადოს შტატში მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ა...