მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის სამშობიარო სახლში კიდევ 4 ინფიცირებული ორსული შეიყვანეს

ორსული ქალის გასინჯვა
1600590143
COVID-19

ბათუმის სამშობიარო სახლში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ორსული შეიყვანეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, კლინიკაში 20 ინფიცირებული ორსული მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციისთვის, 18 სექტემბერს ბათუმის სამშობიარო სახლიდან ქუთაისში 38 კვირის ინფიცირებული ორსული გადაიყვანეს, სადაც მას საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 128 აჭარიდანაა.