მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა
1600756151
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

გარდაცვლილი პაციენტი 67 წლის კაცია. კლინიკაში შესვლისას მას ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა დაუდგინდა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს ეს მეორე შემთხვევაა, კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისში გარდაიცვალა.

გარდაცვლილების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.