მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა

ბათუმის სამშობიარო სახლის კლასტერი გაფართოვდა
1602155602
COVID-19

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა.

26 კვირის ორსული გუშინ, 7 ოქტომბერს ამშობიარეს.

როგორც ცნობილია, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პირველ ოქტომბერს შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ერთ-ერთი გეგმიური კვლევის დროს ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა, შემდეგ კი ფაქტი ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდა.

ამ წუთებში კი სამშობიარო სახლში სამედიცინო ექსპერტები იმყოფებიან. კვლევებით უნდა დადგინდეს რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ბათუმის სამშობიარო სახლში ცდილობს დეტალების გარკვევას.