მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბევრი ლაპარაკისგან თავი შეიკავეთ“ - რამდენად მაღალია ტრანსპორტში კორონავირუსის გადაცემის რისკი?

ავტობუსი ბარათაშვილი
1603806969
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს უნდა გავითვალისწინოთ:

❗ ყურადღება მიაქციეთ ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას

❗ მოსთხოვეთ სხვა მგზავრებს, სწორად გამოიყენონ პირბადე

❗ ტრანსპორტში პირდაპირი ვენტილაციის საშუალება უნდა არსებობდეს - ფანჯრები მაქსიმალურად ღია იყოს

❗ მეტი სიფრთხილისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ბევრი ლაპარაკისგან თავი შეიკავეთ

აქვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ სასურველია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12632 გამოჯანმრთელებულია, 238 გარდაცვლილი.