მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე: ამ აქლემმა შესაძლოა ნებისმიერი ოჯახის კართან დაიჩოქოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606744994
COVID-19

„ნებისმიერი შეზღუდვა უმოქმედოა, თუ მოქალაქეების დამყოლობა არ არის. თუ მაგალითად პირბადის ტარების მაჩვენებელი 90%-ს არ ასცდება, ჩვენ შეზღუდვების გახანგრძლივება მოგვიწევს. მინდა, ყველას მივმართო, მათ შორის ბიზნესს ორგანიზაციებს, თავის სივრცეში წესების დაცვა უნდა უზრუნველყონ. მე სადაც შევსულვარ, თუნდაც დეზობარიერი მხვდება მშრალი. აუცილებელია რეგულაციების დაცვა იმისთვის, რომ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, კორონავირუსი არის ინფექცია, რომლისგანაც დაცული არავინაა.

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, რეგულაციების მკაცრად დაცვის შემთხვევაში, ინფიცირების ფაქტების რაოდენობა შემცირებას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 135 584, გამოჯანმრთელებულია 113 986 და გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რემდესივირი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში გვექნება - ჯანდაცვის მინისტრი

👉 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება

👉 ლევან რატიანი: ბევრი მძიმე პაციენტი გვყავს, წინა პერიოდთან შედარებაც კი არ შეიძლება