მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 13 წლის მოზარდია

ნეგატიური პასუხი
1585987132
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია.

აღნიშნულის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკას ამ წუთებში კორონავირუსისგან განკურნეული 1 პაციენტი ტოვებს.

"კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, დაემატა 2 ახალი პაციენტი, გამოვლენილ-დადასტურებული სულ არის 11 შემთხვევა. 11-დან 1 პაციენტი გამოჯანმრთლებულია და ეწერება ამ წუთებში. ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია",- განაცხადა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევაა გამოვლენილი.