მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - საბურთალოს კლასტერიდან

ინფექცია, 2020
1591339219
COVID-19

"დაგვემატა გუშინ 2 დადასტურებული დიაგნოზით პაციენტი. ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საყურადღებოა მხოლოდ 2 პაციენტი. ველოდებით 1 მოზარდისა და 3 მოზრდილის გამოჯანმრთელებას",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2 ახალი ინფიცირებული საბურთალოს კლასტერიდანაა. ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 23-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.