მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშვი დადასტურებული COVID-19-ით შეიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკის შენობა, 2020 წ.
1589956229
COVID-19

"გვყავს ერთი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, ბავშვი. 2 პაციენტი რჩება მძიმე, 4 პაციენტია საყურადღებო, ხოლო 4 ელოდება კვლევაში ჩართვას",-ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ბავშვი უკვე არსებული პაციენტების ოჯახის წევრია, იგი ბოლნისის კლასტერიდანაა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მსუბუქია. კლინიკაში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი დღეს დატოვებენ საავადმყოფოს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, მათგან 41-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.