მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით სომხეთის მოქალაქეები, დედა-შვილი შეიყვანეს

იტალია, კორონავირუსი 2020
1590042568
COVID-19

"გვყავს 3 გამოჯანმრთელებული. შემოვიდა 2 ახალი დადასტურებული პაციენტი, დედა-შვილი საკარანტინო ზონიდან. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 1 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებო რჩება.

კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 51 პაციენტი მკურნალობს. მათგან კორონავირუსი 41-ს აქვს დადასტურებული.