მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა

საავადმყოფოში ექიმი
1603181994
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 15 პაციენტიდან 7 გარდაიცვალა თბილისში, 4 ბათუმში, 2 ქუთაისში, 1 გორში, 1 მცხეთაში.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 158 პაციენტია გარდაცვლილი.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19857 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8666 გამოჯანმრთელებულია.