მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში კოვიდის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ინდოეთში გამოვლინდა

კორონავირუსი ინდოეთი 2 მლნ
1597436738
COVID-19

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება. ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 65,609 შემთხვევა დადასტურდა, 990 კი, გარდაიცვალა.

ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა. იქ კოვიდის ჯამში 2,525,222 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1,807,556 გამოჯანმრთელებულია, 49,134 გარდაცვლილი.

პირველ ადგილს იკავებს აშშ, 5,457,804 დადასტურებული შემთხვევით, მეორე ადგილზე კი, ბრაზილიაა, სადაც კოვიდის 3,238,216 შემთხვევაა გამოვლენილი.