მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 569 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთი კორონა
1606812505
COVID-19

რუსეთის ფედერაციაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. 

რუსეთის ინფექციის კონტროლის შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსული ინფექციით 569 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი 26 402 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის ყველაზე მეტი მაჩვენებელი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამოვლინდა.

რუსი დამოუკიდებელი ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

რუსეთი კოვიდინფექციის ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში პირველ ხუთეულშია. ამ კუთხით ლიდერი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის გამოვლენიდან დღეს, 1-ელ დეკემბერს ერთი წელი გახდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უჰანში დადასტურდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ვირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.