მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი 2020
1586120786
COVID-19

კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა როგორც BBC წერს საგანგაშო არაფერია და აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გადაიდგა.

COVID 19 ბორის ჯონსონს 27 მარტს დაუდგინეს, რის შემდეგაც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზილაციაში გადავიდა და ქვეყნის მართვა სახლიდან განაგრძო. გართულებების არქონის შემთხვევაში მას გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ისევ სახლში დააბრუნებენ.

ჯონსონის გარდა ბრიტანეთში კორონავირუსი ტახტის მემკვიდრეს პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.

სულ ბრიტანეთში კორონავირუსის 47 800 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 4934 პაციენტი გარდაიცვალა.