მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 50 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1597471282
COVID-19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 50 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ვირუსს 1007 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 106 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 მლნ-ს აღემატება. ვირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 2 მლნ-ზე მეტი პაციენტი.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 აგვისტოს მდგომარეობით 21 მლნ-ს აჭარბებს. ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.