მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთი რუსეთს და ჩინეთს კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადშანაშაულებს

გავრცელება
1586151910
COVID-19

ბრიტანელმა დეპუტატებმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინეთის ქმედებები დაგმეს. ოფიციალურ პეკინს საკვანძო როლი უნდა ეტვირთა ინფექციის მონაცემების შესახებ ინფომმაციის შეკრებაში, რათქვამია ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალარტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების აზრით, დღიდან კორონავირუსის გავრცელებისა, ჩინეთი მონაცემთა შეკრების პროცესის არევას ცდილობს.

ანგარიშის ავტორებს რამდენიმე მაგალითი მოჰყავთ. მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის მიკრობლოგში ტვიტერზე 14 იანვარს დაწერა ჩინელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია ჩინელი ოფთალმოლოგი ლი ვენლიანი, რომელიც ჯერ კიდევ ეპიდემიის დაწყებამდე ამბობდა, რომ ახალი კორონავირუსი საშიში იყო. ის პოლიციაში დაიბარეს და „მცდარი ინფორმაციის გავრცელება“ აუკრძალეს. თებერვალში მას კორონავირუსი დაუდგინდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ასეთმა ქმედებებმა ადრეულ ეტაპზე ვითარების გაანალიზება გაართულა, მიიჩნევენ დეპუტატები. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორებმა რამდენიმე ქვეყანაც დაასახელეს, მათ შორის რუსეთი და ირანი, რომლებიც ვირუსის პერიოდში დეზინფორმაციას შეიძლება ავრცელებდნეენ.

ავტორები ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოკავლირებებთან ერთად ებრძოლოს ასეთ გამოწვევებს და ასევე „იდი ოცეულის“ (G20) ანალოგი შექმნან ჯანდაცვის სფეროში.