მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული კლება დაფიქსირდა

კორონავირუსის ტესტი
1585818172
COVID-19

ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.

ამ დროისთვის, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ის მხოლოდ 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი, საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულია 76 ათასზე მეტი პირი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა მოდუნების დრო არ არის. კორონავირუსი პირველად გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვირუსი გადამდებია.