მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული კლება დაფიქსირდა

ჩინელი ექიმი ეკიპირებით
1585556856
COVID-19

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.

30 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩინეთში COVID-19-ის მხოლოდ 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე მონაცემებით, გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. მან მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ვირუსზე. მისივე განცხადებით, ქვეყნებს ახლა მოდუნების საშუალება არ აქვთ, რადგან მეორე შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, კერძოდ კი უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექცია გადამდებია.

რაც შეეხება, საქართველოს, 30 მარტის მონაცემებით, 98 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.