მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო უცნობია

ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა აგორდა
1594797392
COVID-19

დღეს დადასტურებული კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ერთის წყარო კი, ამ ეტაპზე დაუდგენელია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია, მათ შორის 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. სამივე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. აქედან 1 სომხეთიდან შემოვიდა, მეორე ყირგიზეთიდან.

„ერთის წყაროს მოძიება გრძელდება. თითქმის ყველას წყარო დადგენილია, რაც კი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. ალბათ ამის წყაროს დადგინდება. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევები“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.