მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"Covid-19-ით ინფიცირებულ სპორტსმენს სამეგრელოში არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი"

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585995843
COVID-19

სპორტსმენს, რომელსაც კორონავურუსი დაუდასტურდა, სამეგრელოში არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა

“მას 27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მათ აუცილებლად გადაიყვანენკარანტინში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან“, - განაცხადა რწმუნებულმა.