მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-მა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ღორის გრიპს გაუსწრო

კორონავირუსის სიკვდილიანობა
1594732671
COVID-19

ჯანმოს მიერ COVID 19-ის პანდემიად გამოცხადებიდან 4 თვის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა. შესაბამისად კორონავირუსი XXI საუკუნის ყველაზე მკველ ვირუსი უკვე ოფიციალურად გახდა.

14 ივლისის შუადღის მდგომარეობით მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13.267 მლნ-ს შეადგენს, მათი 58%-ზე მეტი - 7.773 მლნ ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4.958 მლნ პაციენტი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის, 576 000 ადამიანი კი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი ამ ეტაპისთვის 4.34%-ს შეადგენს, რაც 3 თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. 3 თვის წინ, 14 აპრილს სიკვდილიანობის კოეფიციენტი 6.81%-ს შეადგენდა. მოკვდავობის იმავე მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში დღეს მსხვერპლი 327 ათასით მეტი - 903 ათასი იქნებოდა.

ყველაზე მეტი - 138 ათასი გარდაცვლილი შეერთებულ შტატებშია, 73 ათასი გარდაცვლილით ბრაზილია მეორე ადგილს იკავებს, 44 ათასი გარდაცვლილით სამეულს ბრიტანეთი ასრულებს. კორონავირუსმა 10 ათასზე მეტი ადამიანი კიდევ 8 სახელმწიფოში: მექსიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინდეოეთში, ირანში, პერუსა და რუსეთში გადააჭარბა.

კორონამდე, XXI საუკუნის ყველაზე მკვლელ ვირუსად ღორის გრიპი მიიჩნეოდა, რომელსაც 2009-2010 წლებში 575 ათასი ადამიანი შეეწირა.

ის რომ COVID-19 საუკუნის ყველაზე მკველი ვირუსია, არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანობაში ის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. მიმდინარე წელს მსოფლიოში სულ გარაიდაიცვალა 31.533 მლნ ადამიანი, საიდანაც კორონავირუსის წილი 1.83%-ს შეადგენს. 1-ლი იანვრიდან დღემდე ავტოავარიით 724 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, შიდსით - 904 ათასი, ალკოჰოლით 1.341 მლნ, მოწევით 2.680 მლნ, 4.403 მლნ კი სიმსივნით.