მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"COVID-19 მკვლელი არ არის" - კლინიკას ხვალ კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585643936
COVID-19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული პისიარ კვლევით ამ პაციენტში კორონავირუსით ინფიცირება აღარ ვლინდება, 24 საათის განმავლობაში განმეორებითი ტესტი ჩატარდება. მეორე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ეს პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს და 2 კვირიან სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავა.

"ეს ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. პისიარ მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსით ინფიცირება არ ვლინდება, 24 საათში განმეორებითი ტესტი ჩატარდება.

კორონავირუსი მკვლელი არ არის, ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ.მისი მდგომარეობა იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, გულის უკმარისობით , ჭარბი წონით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, სტომატური პათოლოგიების გარდა არანაირი გართულება არ ვლინდება. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და გაეწერება პროტოკოლის დაცვით, თვითიზოლაციის პირობებში", - აღნიშნა ლევან რატიანმა.