მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020
1585584204
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას ტვიტერის გვერდზე ეხმაურება. საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის ევროკავშირს ამ რთულ დროს საქართველოს გვერდში დგომისთვის.

"ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ - წერს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტია, ხოლო 18 გამოჯანმრთელებული.

ასევე საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.