მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება - კვლევა

დედის რძეში კორონავირუის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება
1634404573
COVID-19

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

ანტისხეულები დედის რძეში, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების დროს გვხვდება.

დედის რძე (რომელთაც არ ჰქონიათ კორონავირუსი) აღმოჩნდა, რომ შეიცავს ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულების მნიშვნელოვან დონეს. ვაქცინაციის შემდეგ რძეში ანტისხეულების ხანგრძლივობის დადგენას დრო დასჭირდება, მაგრამ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება.

ვაქცინები, დედის ორგანიზმში ანტისხეულებს წარმოქმნიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იღებს იმუნურ დაცვას, სანამ საკუთარი იმუნური სისტემა მომწიფდება იმ დონემდე, რომ მას შეეძლება გამოიმუშაოს ანტისხეულები თავისთვის.

ანტისხეულები წარმოიქმნება ანტისხეულების მწარმოებელი იმუნური უჯრედების მიერ, სახელწოდებით B უჯრედები, რომლებიც გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სხვა ქსოვილებში. ანტისხეულები შეიძლება აღმოჩნდეს სისხლში, ნერწყვში და სხეულის სხვა ნაწილებში.

როდესაც დედის სხეული ემზადება მშობიარობისთვის, ანტისხეულების გამომწვევი ზოგიერთი უჯრედი გადადის მკერდში, სადაც ისინი ანტისხეულებს წარმოქმნიან დედის რძეში.

უნებრივი ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ, დედის რძე შეიცავს ორი სახის ძირითად ანტისხეულებს - იმუნოგლობულინ A და იმუნოგლობულინ G. ეს ანტისხეულები კი ბავშვს ინფექციისგან იცავს. დედის რძეში არსებული ანტისხეულები გარკვეულწილად განსხვავდება იმუნოგლობულინის G (IgG) ანტისხეულებისგან, რომლებიც ჭარბობენ სისხლში და გამოწვეულია ვაქცინაციით - თუმცა ზოგიერთი მათგანი, ასევე, გამოიყოფა დედის რძეში. მთავარი ანტისხეული არის სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (IgA), რომელიც ეკვრის ჩვილ ბავშვთა სასუნთქი და ნაწლავთა ტრაქტს, რაც ხელს უშლის ვირუსებისა და ბაქტერიების მათ სხეულში შესვლას.

გამოსაკვლევად, პაუელმა და მისმა კოლეგებმა აიღეს დედის რძის ნიმუშები 75 ქალისგან, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და დაადგინეს, რომ 88% შეიცავს IgA ანტისხეულებს. უმეტეს შემთხვევაში მათ შეეძლოთ განეიტრალება Sars-CoV-2, რაც ნიშნავს რომ მათ შეეძლოთ ინფექციის დაბლოკვა.

დედის რძისაგან ამოღებული IgA ანტისხეულები, ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს მძიმე Covid 19-ით დაავადებული მოზარდებისთვის.

მკვლევარების თქმით, არ არსებობს საშიშროება, რომ ვირუსი დედის რძით გადავიდეს დედიდან ბავშვზე.

ანტისხეულების არსებობა დედის რძეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ანტისხეულები ხელს შეუწყობენ ჩვილების დაცვას ინფექციისგან.

გარდა იმისა, რომ ძუძუთი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვილების დაავადებისგან დასაცავად, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ანტისხეულები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მძიმე Covid 19-ით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, მათი მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აცრა არ იწვევს, არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას“ - ნიკოლოზ კინტრაია

👉 ვაქცინა არც ორსულ ქალებს ემუქრება, არც ნაყოფს - BBC-ის კვლევა

👉 ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის - CDC

👉 „ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“