მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

დელტა შტამი
1627642055
COVID-19

კორონავირუსის დელტა, ანუ ინდური შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

კვლევის სახელწოდებაა „ვირუსთან ომი შეიცვალა“. კვლევა ახალი შტამების თაობაზე გავრცელებულმა სადავო ინფორმაციამ გამოიწვია, რაც მათ გავრცელებას ეხება. ასევე იმ ფაქტს, რომ ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსით მაინც ინფიცირდებიან, და მისი გამავრცელებლებიც არიან.

ეპიდემიოლოგები ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია და პირბადის ტარება აუცილებელია, რათა პანდემია დამარცხებული იყოს. გადაცემის სიჩქარით მკვლევარები დელტა შტამს ჩუტყვავილას, ებოლას ვირუსს და რინოვირუსებს უთანაბრებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაქცინირებულმა ადამიანებმა დელტა შტამი ისევე ადვილად შეიძლება გადასდონ სხვა პირს, როგორც აუცრელმა ადამიანებმა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი შტამები შეიძლება კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.

„ეს კვლევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - დაწერა სოციალურ ქსელში კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელმა რობერტ ვახტერმა.

სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით, ინფექციონისტებმა გამოსცეს რეკომენდაცია, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს პირბადეები დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ.

კვლევის ავტორებმა სტატისტიკაც გამოაქვეყნებს. საშუალოდ 162 მლნ ვაქცინირებულ ადამიანზე 35 000 ინფიცირება აღინიშნება, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოსახლეობის მხრიდან ვაქცინის ეფექტიანობის მიმართ ნდობა იკლებს და საზოგადოებაში სულ უფრო ხშირია საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზის მიღება.

პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას. მათ საზოგადოებას ვაქცინაციის ეფექტიანობა და ამით დაავადების მძიმე ფორმის აცილების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცონ. ამასთანავე გააგებინონ მოსახლეობას, რომ ვაქცინირებული ადამიანებიც კორონავირუსის გადამტანები არიან და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაონ.

ამავე თემაზე:

იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ვაქცინირებული ხართ, მაგრამ მაინც ინფიცირდით - როგორ ხდება ეს? - The Washington Post

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC