მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა“ - ჰანს კლუგე

„დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა“
1631388117
COVID-19

ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა ის კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„პანდემია შეჩერდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტი იქნება აცრილი“, - აცხადებს ჰანს კლუგე.

ჰანს კლუგე თქმით, ყველაზე გადამდებმა ვარიანტებმა, განსაკუთრებით დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა.

„მჯერა, რომ ვაქცინაციის მთავარი მიზანი იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაავადების და სიკვდილიანობის მძიმე ფორმების თავიდან აცილება.

თუ დავუშვებთ, რომ კორონავირუსი გააგრძელებს მუტაციას და დარჩება, როგორც გრიპი, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ვაქცინაციის ჩვენი სტრატეგიის ენდემურ გადაცემაზე ადაპტირება და ძალიან ღირებული ცოდნა მივიღოთ დამატებითი დოზების“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა“

👉 „იქ, სადაც არიან აცრილები, ადამიანები აღარ კვდებიან“

👉 „სინოვაკის“ მესამე დოზამ, დელტა ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების აქტივობის შემცირება შეაჩერა

👉 „ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები მსოფლიოში დელტა ვარიანტის გავრცელებას უწყობს ხელს“