მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოში კარანტინი ამოქმედდა

საყოველთაო კარანტინი საქართველოში
1585630786
COVID-19

დღეს დილის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული შეზღუდვების მიხედვით, იკრძალება გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 სააათამდე ყველა ტიპის ტრანსპორტით, მათ შორის ქვეითად. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი.

ამ დროში აკრძალულია ყველა სახის დაწესებულების მუშაობა, გარდა აფთიაქებისა.

გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევააა დადასტურებული. 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.