მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: შემთხვევები მოიმატებს, ამიტომ მოვუმატოთ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019
1586158353
COVID-19

"შემთხვევები, სამწუხაროდ, მოიმატებს, ამიტომ ჩვენც უნდა მოვუმატოთ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული და უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული",- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეომ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში მიმდინარეობს იმ კლინიკების მონიტორინგი, რომლებიც ე.წ. ცხელების ცენტრებად გადაკეთდა. როგორც მან აღნიშნა, კლინიკებში არსებული მდგომარეობა ეპიდვითარებას პასუხობს.

"რეგიონებში უკვე შემოწმდა ქუთაისისა და ფოთის კლინიკა. ამ პროგრამაში ჩართული კლინიკები შეესაბამება ვითარებას, მედპერსონალს გავლილი აქვს ტრენინგები. გრძელდება სხვა რეგიონებში კლინიკების მონიტორინგი",- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სამედიცინო ეკიპირებას, მისი თქმით, მარაგი კიდევ უფრო გრძელვადიანი პერიოდისთვისაა საჭირო და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული.

საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.