მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ცხინვალის გზა
1602664539
COVID-19

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

sputnik ossetia-ს ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფექცია 21 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 173-მდე გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გახსნის შემდეგ ვირუსი საერო ჯამში 83 ადამიანს დაუდასტურდა.

ოკუპირებული რეგიონის ეპიდემიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ზალინა ტიმაევას თქმით, დაავადებულთა ნაწილს მკურნალობენ სახლში, ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვთა საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ემზადება. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას შეეძლება 100-მდე პაციენტის მიღება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13 521-მდე გაიზარდა.