ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკა არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა და ის საკმაოდ ეფექტურია.
მისი თქმით, საქართველო COVID-19-ით ინფიცირებულების სახლში მკურნალობაზე, გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად გადავა.
"ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა - 112-ზე შემოსული ზარების სრული მონიტორინგი ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება. უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც, იმის მიხედვით რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.