COVID-19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე ტესტს 7 კერძო ლაბორატორია ჩაატარებს

ტიკარაძე სხდომაზე
16:49 26.03
დაკოპირებულია

"ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ეს არაერთხელ განვმარტეთ", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვას, იმ შემთხვევაში თუ კერძო კლინიკები თავად შემოიტანენ კორონავირუსის დამდგენ ტესტებს და კომერციულად მიაწვდიან ამ სერვისს მოქალაქეებს, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს მეტი ადამიანის გატესტვას.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს კორონავირუსის დამდგენ ტესტებთან მიმართებაში - კონტროლდება ტესტის ხარისხი, ამ საკითხთან დაკავშირებით კი ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე რეგულირების სააგენტო.

"დღეის მდგომარეობით 8 კომპანიას ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში ტესტების შემოტანაზე, რომელმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, მხოლოდ 4 ასეთ კომპანიას დართო ნება და უფლება მისცა, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი და "პისიარ" ტესტები.

ის საკითხი, რომ ჩვენ კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, არც ერთ უწყებას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და გარკვეულ და უმეტეს შემთხვევებში ეს თანხები გადახდილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ასევე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება COVID-19-ზე ტესტირების ჩასატარებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 7 კერძო ლაბორატორია შეარჩია, რომელსაც უფლება აქვს მინიჭებული კორონავირუსის დასადგენად ტესტები ჩაატაროს. მათ ეს ტესტები ლუგარის ლაბორატორიამ საჩუქრად გადასცა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად გამოვიყენოთ სიფრთხილის ზომები და დავაბალა...
00:18
პირველ ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული...
00:18
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 ოქტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას...
00:09
„საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს“, – ეს განცხადება ნატ...
23:51 30.09
აშშ კორონა აშშ-ში COVID 19-ის 44 227 ახალი შემთხვევა დაფ...
კორონავირუსის გავრცელების მხრივ აშშ კვლავ ლიდერობს. ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორ...
23:37 30.09
გოგი მეშველიანი 50,7% - კახა ოქრიაშვილი...
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული...
ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პ...
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოს...
ბრიტანული კომპანია Survation-ის მორიგი კ...
არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, მორიგი სოციალური კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც...