მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია

ტიკარაძე სამინისტროში
1606728394
COVID-19

„იმ საავადმყოფოებს, რომელიც კორონავირუსის მართვისთვის არის გამოყოფილი, 8 241 საწოლიდან მოწოდებული აქვთ მხოლოდ 7 103 საწოლი, რომელთაგან პაციენტით დატვირთულია 6 138 საწოლი, ხოლო თავისუფალი ადგილი გვაქვს 564. რაც შეეხება ფილტვის ხელოვნურ ვენტილატორს, მათი რიცხვი 430-ს შეადგენს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ასევე, დაწყებულია მუშაობა საავადმყოფოებში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატების დამონტაჟებისთვის.

„ჟანგბადის პრობლემა საქართველოში არის გადაჭრილი. რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის აგრეგატი, რომელიც კლინიკას სრულად უზრუნველყოფს. შემდეგ იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში მათი განთავსება. განიხილება სხვა შესაძლებლობებიც, მათ შორის, თავისი აგრეგატორი ექნება ახალ ინფექციურ საავადმყოფოსაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 135 584, გამოჯანმრთელებულია 113 986 და გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

👉 ამ დროისთვის 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება

👉 თბილისი 1 622, იმერეთი 517 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1 038 პირი მძიმე მდგომარეობაშია