მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი Covid-19-ზე: საქართველოში პანდემია მსუბუქად გადაივლის

ექიმი ლევან რატიანი
1586253822
COVID-19

"ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ", - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის ვარაუდით, ვირუსის 80% აკლინიკური ფორმით, 20 % საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით გამოვლინდება.

"ჩვენი კლინიკა განსხვავდება იმით, რომ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის ასევე წამყვანი მეცნიერებისთვის ამ სამყაროში უცნობია ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რამე, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, კაცობრიობამ. 80% აკლინიკური ფორმით, 20 % საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა ძალიან კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ქვეყანაში პანდემია მსუბუქად გადაივლის", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა.