მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: კოვიდინფიცირებული 17 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმი ლევან რატიანი
1585580158
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

აღნიშნულის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ასევე სტაბილური მდგომარეობაა ორსულ ქალებთან დაკავშირებით.

"კლინიკაში გვყავს 17 ინფიცირებული პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში ამ ეტაპამდე უცვლელია. ორსული ქალბატონები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქალბატონი, რომელიც 22 კვირის ორსულია და ინფიცირებულია კოვიდინფექციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური გამოვლინების გარეშეა. რაც შეეხება ახალშობილებს, ამ დრომდე მათი მდგომარეობაც სტაბილურია. კლინიკაში სულ 67 პაციენტი გვყავს და მათ შორის 17 ინფიცირებულია", - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 100 ადამიანია ინფიცირებული.