მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
1585216047
COVID-19

"35 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გორის ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს",- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკვლეული 15 პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია, მიმდინაროებს მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის მკურნალობა, რომელსაც პნევმონია აქვს.

"მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა სტაბილურად მძიმე რჩება",-აღნიშნა ლევან გოფოძემ.

როგორც მან განაცხადა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 სამხედრო პირია შესული და მათგან არც ერთს ცხელება არ აღენიშნება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.