მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი: კორონავირუსის პანდემია 2 წელი გაგრძელდება

კორონავირუსზე ტესტირება
1586348529
COVID-19

"კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება",-ამის შესახებ ავსტრალიელმა ინფექციონისტმა პიტერ კოლიგნონმა განაცხადა. ექსპერტის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი აღნიშნავს, კორონავირუსის ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი 18-24 თვის შემდეგ გახდება, ამიტომ ქვეყნებმა კვლევები უნდა გააფართოვონ.

"კორონავირუსის გაქრობა არარეალურია", - აღნიშნა პიტერ კოლიგნონმა.

კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 1,4 მლნ-ზე მეტი და გარდაცვლილია 83 000-ზე მეტი ადამიანი.