მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება გამწვავდა – აზერბაიჯანში კვირის ბოლო დღეებში სახლიდან გასვლა იკრძალება

კორონავირუსი, ბაქო, კარანტინი
1591203755
COVID-19

კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება საკარანტინო რეჟიმს კვლავ ამკაცრებს.

კერძოდ, ადგილობრივი სააგენტო „ტურანის“ ცნობით, კვირის ბოლო 2–3 დღის განმავლობაში საერთოდ იკრძალება ქუჩაში გასვლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახურის უფროსმა იბრაჰიმ მამედოვმა დღეს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სავარაუდოდ, პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე მოქალაქეთა გადაადგილება საერთოდ აიკრძალება. აკრძალვა ეხება კერძო სატრანსპორტო საშუალებებსაც. გაჩერდება ყველა საწარმო, სახელმწიფო დაწესებულება, საგანგებო სამსახურების გარდა. დაიკეტება მაღაზიები და საზკვების ობიექტები. შესაძლოა, აფთიაქებიც კი დაიხუროს.

აზერბაიჯანში დღეს, 3 ივნისს, ეპიდვითარების მხრივ ახალი ანტირეკორდი დამყარდა: 325 ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი დღე–ღამის განმავლობაში.